სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტების გასვლითი სემინარი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში

2015 წლის 11 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის კურსის - "გენდერი და ადამიანის უფლებები" - ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ჩატარდა გასვლითი სემინარი.

სტუდენტები შეხვდნენ თანასწორობის დეპარტამენტის უფროსს მაკა სტივენსონს და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსს ეკატერინე სხილაძეს. სემინარზე განიხილეს საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობა გენდერის საფუძველზე უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლასთან და რეაგირებასთან დაკავშირებით. ასევე, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე. კერძოდ, როგორ ხდება დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, რა მექანიზმები არსებობს სახალხო დამცველის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის და სხვა. ასევე ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობის დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ: ადრეულ ასაკში ქორწინებები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, სტერეოტიპები და საზოგადოების განწყობები და სხვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)