სიახლეები

გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი 1 წლის გახდა

2014 წლის 15 მაისს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი 1 წლის გახდა. დეპარტამენტის მიზანია გენდერული თანასწორობის კუთხით ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობა, სახალხო დამცველის რეგულარულ უფლებადაცვით საქმიანობაში გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირების ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის. დეპარტამენტმა 2013 წლიდან - დღემდე 165 განცხადება მიიღო და განიხილა.

აღნიშნული ინიციატივით სახალხო დამცველის აპარატი პირველი სახელმწიფო ინსტიტუტია, რომელმაც გენდერული თანასწორობის საკითხებზე სტრუქტურული ერთეულის შექმნა უზრუნველყო. მნიშვნელოვანია სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გამოცდილების გაზიარება და სპეციალური სტრუქტურული ერთეულის შექმნა გენდერული მეინსტრიმინგისათვის.

სახალხო დამცველის აპარატი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირებას უფლებადაცვით საქმიანობაში და თავადაც მოწინავე ინსტიტუტია ქალთა თანამდებობრივი დაწინაურების მაჩვენებლით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)