სიახლეები

გენდერული თანასწორობა შრომით ურთიერთობებში

2019 წლის 26-29 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი „გენდერული თანასწორობა შრომით უერთიერთობში“, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და გაერთიანების წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების, შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის რეგულირების და შრომითი კანონმდებლობის ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების გაცნობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მშობლის შვებულების არსებულ კანონმდებლობაზე, გენდერულ განსხვავებაზე შრომის ანაზღაურებისას და სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოვლენილ ხარვეზებზე შრომით ურთიერთობებში. ტრენინგს უძღვებოდნენ შრომის და დასაქმების საკითხების ექსპერტი ანა დიაკონიძე და სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომელი დიანა დავითაძე.

ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა.


გენდერული თანასწორობა შრომით ურთიერთობებში 1
გენდერული თანასწორობა შრომით ურთიერთობებში 2
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება