სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

2015 წლის 10 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას წარუდგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) სარჩელზე, რომელიც შეეხება პროფესიული კავშირის წევრობის გამო სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს.

მომჩივანი სარჩელში მიუთითებდა, რომ პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით დისკრიმინაციას დაექვემდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან, ვინაიდან მისი სამსახურიდან გათავისუფლება გამოიწვიეს ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებით და აღნიშნული განპირობებული იყო ააიპ „საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირში“ მისი აქტიური საქმიანობით.

სასამართლო მეგობრის მოსაზრებით სახალხო დამცველმა მიმოიხილა პრეფესიული კავშირის წევრობის გამო სავარაუდო დისკრიმინაციის გამოვლენის ტესტი, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი, ასევე პროფესიული კავშირის შექმნისა და წევრობის გამო განსხვავებული მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიზნად არ ისახავს რომელიმე მხარის პოზიციის მხარდაჭერას და მხოლოდ ახდენს იმ სტანდარტის იდენტიფიცირებას, რომელიც დადგენილია მსგავს საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)