სახალხო დამცველის მოადგილეები

სახალხო დამცველის მოადგილე

გიორგი ბურჯანაძე

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე წარმართავს, კოორდინაციას უწევს და ზედამხედველობს სახალხო დამცველის აპარატის შემდეგი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას: სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი, პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტი, ანალიტიკური დეპარტამენტი, თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, ადამიანის უფლებათა აკადემია. 

ბიოგრაფიული მონაცემები

დაიბადა 1988 წლის 23 თებერვალს, ქ. თბილისში.

განათლება

2012 წლიდან დღემდე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

2011 – 2012 - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, სამართლის დეპარტამენტი, შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მაგისტრი (LLM).

2009 – 2011 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის მაგისტრი (სისხლის სამართალი).

2005 - 2009 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის ბაკალავრი.

1994 – 2005 წლები –  თბილისის 126-ე საჯარო სკოლა.

სამუშაო გამოცდილება

2018 წლის თებერვლიდან დღემდე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.

2014 – 2018 - ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, 2014-2016 წლები ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორი და 2016 წლიდან 2018 წლამდე იმავე პროგრამის მენეჯერი.

2012 – 2014 - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“, უფროსი სამართლებრივი ექსპერტი.

2010 – 2011 - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, მართლმსაჯულების დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი.

2009 – 2010 - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პროექტის იურისტი.

აკადემიური გამოცდილება:

2015 – 2016 - თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, მოწვეული ლექტორი, კონსტიტუციური სამართლის კლინიკა;

2014 – 2015 - აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი, სისხლის სამართლის პროცესისა და სამართლის ინტერპრეტაციის მოწვეული ლექტორი;

2013 – 2014 - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ადამიანის უფლებათა სამართალი;

სხვა პროფესიული გამოცდილება

სხვადასხვა დროს გიორგი ბურჯანაძე იყო ევროსაბჭოს, OSCE/ODIHR, OHCHR-ის, GIZ-ის, UNDP-ის და UN Women-ის სამართლებრივი ექსპერტი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის - Professional Fellowship Program ფარგლებში 2013 წელს გაიარა ერთთვიანი სტაჟირების პროგრამა აშშ-ში, არასამთავრობო ორგანიზაცია Ohio Justice and Policy Center-ში, რომელიც მუშაობს ნასამართლევ პირთა უფლებებზე.

გიორგი ბურჯანაძის ავტორობით მომზადებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული საქმე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელთაგან აღსანიშნავია ფარული მიყურადების მომწესრიგებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირების შემზღუდველი ნორმების გაუქმება.

მას ჩაბარებული აქვს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით (2009), პროკურატურის მუშაკთა (2010) და მოსამართლის თანაშემწეთა საკვალიფიკაციო გამოცდები (2010).

            პუბლიკაციები

  1. "თანაზომიერების პრინციპი და ადამიანის უფლებები გერმანული, სომხური და ქართული საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკაში", თანაავტორი, GIZ, 2017.
  2. „სასამართლო სისტემა: რეფორმები და პერსპექტივები“, კვლევის რედაქტორი, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, 2017;
  3. „სამართლებრივი წერის სახელმძღვანელო პროკურორებისთვის“, თანაავტორი, ევროსაბჭო და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში, 2016;
  4.  „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი ადამიანის უფლებათა დარღვევის საპასუხოდ“, სტატიის ავტორი, „ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები“, რედაქტორი კონსტანტინე კორკელია, 2016;
  5. „სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში და ანალიტიკური კვლევა“, ავტორი, UNDP, 2014;
  6. „ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა“, თანაავტორი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2013;
  7. „პრეიუდიციის შეზღუდვის საფუძვლები ეროვნულ და საერთაშორისო სისხლის სამართალში სამართლიანი სასამართლოს გარანტიის პერსპექტივიდან“, ავტორი, Lambert Academic Publishing, 2013.
  8.  „აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკის შესრულება საქართველოში“, თანაავტორი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, 2013;
  9. „მითითებებისა და ციტირების წესები სამართალში“, თანაავტორი, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი, 2013;
  10. „ამნისტიის განხორციელების უფლებამოსილება და ადამიანის უფლებები“, სტატიის ავტორი, „ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა", რედაქტორი კონსტანტინე კორკელია, 2013,
  11. „არასათანადო მოპყრობის აკრძალვა საქართველოს მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით და მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან“, სტატიის ავტორი, თანამედროვე სამართლის მიმოხილვა, #1, 2013;
  12. „პრეიუდიციის გამოყენების შეზღუდვის საფუძვლები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში“, სტატიის ავტორი, „ადამიანის უფლებების დაცვა: მიღწევები და გამოწვევები“, რედაქტორი კონსტანტინე კორკელია, 2012;
  13. „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტის დასაბუთებულობა: ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა“, სტატიის ავტორი, „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები და საქართველო“, რედაქტორი კონსტანტინე კორკელია, 2011;
  14. „სავარაუდო პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები - სამართლებრივი ანალიზი“, თანაავტორი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2011;
  15. „მართლმსაჯულება საქართველოში“, თანაავტორი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2010.

ენები
ქართული (მშობლიური), ინგლისური (სრულყოფილად), რუსული (კარგად)

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება