საინფორმაციო ბიულეტენი

ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2016 წლის სექტემბერი

საქართველოს სახალხო დამცველმა მორიგი საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა, რომელშიც აპარატის მიერ გაწეული საქმიანობაა ასახული. ბიულეტენში საუბარია წინასაარჩევნო და არჩევნების მსვლელობისას მიმდინარე პროექტზე – „ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგი საარჩევნო პერიოდში“; აღწერილია პროექტის ფარგლებში მომუშავე რეაგირების ჯგუფების, სასამართლო მონიტორებისა და კოორდინატორების საქმიანობა; ასევე ის შეხვედრები, რომლებიც ამ პროექტის პოპულარიზების მიზნით გამართა სახალხო დამცველის აპარატმა.

ბიულეტენში იხილავთ სახალხო დამცველის პოზიციას არჩევნების პროცესის სრულყოფის მიზნით, საარჩევნო–პოლიტიკურ პროცესებში ეროვნული უმცირესობების და ქალთა ჩართულობისა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნის საკითხებზე.

დოკუმენტში მიმოხილულია სპეციალური ანგარიში სამეგრელოსა და აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მდგომარეობასა და უსაფრთხოების საკითხებზე, საკონსულტაციო საბჭოების სხდომები, სახალხო დამცველის და სახალხო დამცველის მოადგილეების შეხვედრები და საერთაშორისო ვიზიტები.

გაეცნობით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას ასაკის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით, აპარატის მიერ მომზადებულ და გაცემულ რეკომენდაციებს; შეიტყობთ საინფორმაციო შეხვედრების და საგანმანათლებლო ტრენინგების, დახურული ინსტიტუციების მონიტორინგის და ყველა ამ ძალისხმევის შედეგად წარმატებით აღდგენილი ადამიანის უფლებებს შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)