საინფორმაციო ბიულეტენი

ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2016 წლის აპრილი

სახალხო დამცველის აპრილის საინფორმაციო ბიულეტენში წარმოდგენილია სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა, მათ შორის შემუშავებული რეკომენდაციები და წინადადებები, კანონშემოქმედებით პროცესში ჩართულობა, საგანმანთლებლო ტრენინგები და სემინარები, საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში, სახალხო დამცველის საერთაშორისო ვიზიტები; ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები.

ბიულეტენში განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხთა შორის აღნიშნულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრთა ვიზიტი, რომლის მიზანია დაეხმაროს სახალხო დამცველს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში პრიორიტეტებისა და პერსპექტივების განსაზღვრა-განხორციელებაში. მიმოხილულია საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა და ექსპერტთა შეფასებები; იხილავთ ინფორმაციას საჯარო დებატების შესახებ,თემაზე: შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – მიღწევები და გამოწვევები, რომელიც საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მონაწილეობით ჩატარდა; გაეცნობით სათანადო საცხოვრებლის უფლების შესახებ გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან გაგზავნილი მოწვევის წერილის მიზანსა და შინაარსს; ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილება ე.წ. „მოსმენების“ შესახებ სახალხო დამცველის სარჩელთან დაკავშირებით.

დოკუმენტში ასახულია საჯარო განცხადებები, სადაც წარმოდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის მკვეთრად გამოხატული პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ცალკეული მოვლენების შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველის საინფორმაციო ბიულეტენში უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება