საინფორმაციო ბიულეტენი

ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2015 წლის ოქტომბერი

საქართველოს სახალხო დამცველმა ოქტომბრის თვის საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა, რომელშიც აპარატის საქმიანობაა ასახული. ბიულეტენში გაეცნობით ინფორმაციას საქართველოში და მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის, ასევე, სახალხო დამცველის საერთაშორისო ვიზიტებისა და მნიშვნელოვანი შეხვედრების, აპარატის მიერ მომზადებული და სახელმწიფო ორგანიზაციების მიმართ გაგზავნილი რეკომენდაციების შესახებ. შეიტყობთ, იმ ცალკეული საქმეების შესახებ, რომელთა წარმატებით დასრულებაც ხელს უწყობს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას.

ოქტომბერში სამოქალაქო განათლების თვალსაზრისით სახალხო დამცველის აპარატმა მნიშვნელოვანი აქტიურობა გასწია: ამოქმედდა სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემია და მის ფარგლებში ჩატარდა პირველი ტრენინგი მასწავლებელთათვის, ასევე გაიმართა რამდენიმე ტრენინგი რეგიონული მედიის, სტუდენტებისა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისთვის, დაიწყო თამაში „მე–ომბუდსმენი“, რომელშიც ყოველწლიურად უამრავი სკოლის მოსწავლე იღებს მონაწილეობას; გამოცხადდა კონკურსი სტუდენტებისათვის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკითხებზე.

ოქტომბერში მომზადდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომზადებული სოციალური სარეკლამო რგოლი, რომელიც შშმ პირთა მიერ ადამიანის სხვადასხვა უფლებით სარგებლობის შემთხვევებს ასახავს.

სახალხო დამცველის საინფორმაციო ბიულეტენით საშუალება გეძლევათ სხვა ბევრი საინტერესო და საჭირბოროტო საკითხის შესახებ მიიღოთ ინფორმაცია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)