საინფორმაციო ბიულეტენი

ბიულეტენი - პერიოდული გამოცემა, 2014 წლის თებერვალი

სახალხო დამცველმა მედიას თებერვლის თვის ანგარიში და საინფორმაციო ბიულეტენი წარუდგინა

თებერვალი ემოციურად და მოვლენებით დატვირთული თვე აღმოჩნდა. მოქალაქეთა მომართვიანობის მაჩვენებელი ისევ მაღალია, რაც ერთი მხრივ, მიანიშნებს, რომ მოქალაქეების ცნობადობა საკუ თარი უფლებების შესახებ იზრდება და მეორე მხრივ, ხაზს უსვამს დარღვეული უფლებების შესახებ ყოველგვარი შიშის გარეშე შეტყობინების თავისუფლებას. დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული ინსტიტუციების გასაძლიერებლად ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი, ამასთან, მოქალაქეების ინფორმირებულობის მაღალი ხარისხი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. თებერვლის თვე იმითაც განსაკუთრებულია, რომ პირველად სახალხო დამცველის, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი მთავარი კონსტიტუციური ინსტიტუტის ისტორიაში, საფუძველი ჩაეყარა საჯარო დებატებს. აღნიშნული პროექტი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ხორციელდება. ვიმედოვნებ, ყოველთვიური დიალოგი უზრუნველყოფს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა გამოწვევების შესახებ დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ფართო განხილვებს; რაც უდავოდ წაადგება მონაწილეობითი დემოკრატიისა და საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების პრინციპების დამკვიდრებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)