საერთაშორისო ორგანიზაციები

ევროპის ომბუდსმენის ინსტიტუტი (EOI)

ევროპის ომბუდსმენის ინსტიტუტიარის ევროპის ომბუდსმენთა დამოუკიდებელი, არაკომერციული ასოციაცია, რომლის მიზანია ომბუდსმენის იდეის გავრცელება და ხელშეწყობა, რაც ხორციელდება სამეცნიერო კვლევებით ადამიანის უფლებების სფეროში. ორგანიზაცია ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო დონეზე, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების განვითარებაში აქტიური როლის შესრულებით, ასევე იმ ადგილობრივ, რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რომელთაც მსგავსი ამოცანები გააჩნიათ. ევროპის ომბუდსმენის ინსტიტუტითანამშრომლობს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, ევროპის ომბუდსმენთან და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვისათვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება