საერთაშორისო ორგანიზაციები

აზიის ომბუდსმენის ასოციაცია (AOA)

აზიის ომბუდსმენის ასოციაცია (AOA) დაარსდა 1996 წლის 16 აპრილს, როგორც ომბუდსმენთა არასამთავრობო, არაპოლიტიკური, დამოუკიდებელი და პროფესიული ფორუმი აზიაში. ასოციაციის შექმნის იდეა წარმოიშვა 1995 წელს, ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზე, სადაც აღინიშნა, რომ აზიაში უნდა დააარსებულიყო რეგიონალური ორგანო, რომელიც ხელს შეუწყობდა ომბუდსმენის პრინციპებისა და პრაქტიკის პოპულარიზაციას. აზიის ომბუდსმენის ასოციაციის დასაარსებლად ინიციატივა აიღო პაკისტანმა, ჩინეთის მხარდაჭერით. ასოციაციის საბჭოს პირველ თავმჯდომარედ პაკისტანის იმდროინდელი ომბუდსმენი აბდულ შაკურულ შალამი აირჩიეს.

აზიის ომბუდსმენის ასოციაცია ამჟამად აერთიანებს 34 წევრს 17 ქვეყნიდან და მას მართავს ცხრა წევრისაგან შემდგარი დირექტორთა საბჭო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება