რეკომენდაციები.

რეკომენდაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ოსური მატერიალური კულტურის დაცვის თაობაზე

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ადმინისტრაციასთან ერთად განიხილოს მუზეუმში არსებული ოსური სახლის რესტავრაციისა და მათში მუდმივმოქმედი გამოფენის მოწყობის დეტალური ხარჯები და უზრუნველყოს მისი რესტავრაცია.

ოსური სახლი, რომელიც ძმებ კოსტაევებს ეკუთვნოდათ, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება, ორიგინალი ნიმუშია და ჩამოტანილია ჯავის რაიონის სოფელ სოხთადან 1975 წელს. 1990-იან წლებში ვერ მოხერხდა სახლზე სათანადო ყურადღების მიქცევა და გარემოპირობების გამო იგი დაზიანდა.

ოსური სახლის აღდგენა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა სახელმწიფოს მიერ ეროვნული უმცირესობების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საქმეში და ხელს შეუწყობს საქართველოში ოსური ეთნო-კულტურის პოპულარიზაციას, ოსური თემის კულტურული უფლებებისა და მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და კონფლიქტით დაშორიშორებული საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას.

იხილეთ რეკომენდაციის სრული ტექსტი

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება