რეკომენდაციები.

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განსაზღვრული პარკირების წესი დისკრიმინაციულად მიიჩნია

2018 წლის 6 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაძლებლობის შეზღუდვის სახის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა და თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის ხელახალი განსაზღვრა მოითხოვა.

2018 წელს განხორციელებული კანონმდებლობის ცვლილების შედეგად, მანქანის შშმ პირთათვის განკუთვნილ პარკირების ადგილზე გაჩერების უფლებით სარგებლობა მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გახდა შესაძლებელი. თბილისის საკრებულო ამართლებს ამგვარ მიდგომას, ვინაიდან კანონმდებლობა ზოგადად განასხვავებს მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდვას, ახალი რეგულაცია კი შეღავათს იმ პირთა წრის მიმართ აწესებს, რომლებიც ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, უფრო მაღალი ხარისხის მზრუნველობას საჭიროებენ.

სახალხო დამცველმა აღნიშნული საკითხი შეზღუდული შესაძლებლობის სამედიცინო მოდელის კონტექსტში განმარტა და მიიჩნია, რომ სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის მიზნისთვის, შესაბამისი პირები ერთმანეთთან უნდა გათანაბრდნენ არა მათთვის მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის, არამედ ამ უფლებით სარგებლობის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება