რეკომენდაციები.

რეკომენდაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტეტის გამგებელს

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტეტის გამგებელს კონსტანტინე მამისეიშვილს სოციალურად დაუცველი ჟენია ჯიშკარიანის თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი პირადად ჩავიდა წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმათში და 87 წლის მარტოხელა პენსიონერი ჟენია ჯიშკარიანი მოინახულა. ქალბატონს საცხოვრებელი სახლი 1992 წელს ხანძრის შედეგად დაეწვა. მას შემდეგ მან თავშესაფრის მოთხოვნით არა ერთხელ მიმართა ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას თუმცა უშედეგოდ.

ამჟამად ჟენია ჯიშკარიანი ცხოვრობს 4 კვ.მ რკინის ვაგონში, სადაც შეუძლებელია ჰიგიენის დაცვა და საკვების მომზადება. მას არა აქვს სათანადო ტანსაცმელი, საწოლი და სხვა საჭირო ნივთები; უჭირს გამოზამთრებაც. პენსია და სოციალური დახმარება არ არის საკმარისი მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველსაყოფად.

ჟენია ჯიშკარინი უარს აცხადებს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხვაზე იმ მიზეზით, რომ არ შეუძლია დატოვოს თავისი საცხოვრებელი ადგილი შვილისა და მეუღლის საფლავებთან სიახლოვის გამო.

უსახლკაროდ დარჩენილი პირების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფოს დელეგირებული აქვს ადგილობრივ ხელისუფლებაზე. ამდენად, უსახლკარო ოჯახების მიმართ ადგილობრივ ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

ვინაიდან, ჟენია ჯიშკარიანს დამოუკიდებლად არ შეუძლია უზრუნველყოს ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური პირობები, რაც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასას და სიცოცხლეს, მას სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ესაჭიროება მყისიერი და ეფექტური დახმარება.

იხილეთ შეხვედრის ვიდეოჩანაწერი

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება