რეკომენდაციები.

რეკომენდაცია შშმ არასრულსწოვნის სრულწლოვანი პატიმრებისგან განცალკევების შესახებ

2012 წლის 30 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა და გაესაუბრა 15 წლის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბრალდებულ ს.ს-ს, რომელიც მოთავსებულია #18 სამკურნალო დაწესებულებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს უზრუნველყოს ს.ს-ს შესაბამისი პროფილის დაწესებულებაში განთავსება, სრულწლოვანი პატიმრებისგან განცალკევებით, სადაც დაკმაყოფილებულ იქნება მისი ყველა საჭიროება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება