რეკომენდაციები.

რეკომენდაცია პენიტენციურ დაწესებულებების მაღაზიათა მომარაგების შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების მაღაზიით სარგებლობის უფლების უზრუნველყოფის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს.

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა შეისწავლა პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიების მომარაგების საკითხი და დაადგინა, რომ მაღაზიების პროდუქციით მომარაგება საკმარისი სიხშირითა და რაოდენობით არ ხდება. შესაბამისად, პატიმრებს არ ეძლევათ საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა.

დეფიციტს ასევე ადასტურებენ მაღაზიის თანამშრომლებიც, რომელთა განმარტებით, შპს „GMM“ ან არ აწვდის საჭირო პროდუქციას, ან მხოლოდ მცირე რაოდენობით. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მაღაზიების სატელეფონო ბარათებით არასაკმარისი მომარაგება, რის გამოც, პატიმრები ვერ ახერხებენ ოჯახის წევრებთან სატელეფონო ზარების განხორციელებას.

საყურადღებოა ქალ პატიმართა მდგომარეობა, განსაკუთრებით, N2 დაწესებულებაში, რომლებიც მაღაზიის მომარაგების პრობლემის გამო, ვერ იძენენ საჭირო კოსმეტიკის საშუალებებსა და კანონით დაშვებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს.

სახალხო დამცველის აზრით, ის გარემოება, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მაღაზიების მენეჯმენტს კერძო კომპანია ახორციელებს, არ ათავისუფლებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ნაკისრი ვალდებულებისგან, რომლის თანახმად, პატიმარი უნდა იმყოფებოდეს ღირსების შესაბამის პირობებში და ხელი მიუწვდებოდეს პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებზე და საკვებ პროდუქტებზე.

იხილეთ რეკომენდაციის სრული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება