რეკომენდაციები.

რეკომენდაცია 2015 წლის 12 თებერვალს გამართულ ღონისძიებაზე სპორტის სასახლის შენობის არასათანადო ადაპტირების გამო დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წლის 17 ივლისს რეკომენდაციით მიმართა შპს „არტპალასს“ შეიმუშავოს შიდა დოკუმენტი (დებულება/წესები/პრინციპები), რომლითაც გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირებისთვის მასში ღირსეულად მონაწილეობის ხელშეწყობის პრინციპები.

2015 წლის 12 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამო. აღნიშნული საიუბილეო საღამოს ბილეთები შეძენილი ჰქონდათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც, რომელთაც, შენობის არასათანადო ადაპტირების გამო, არ მიეცათ საშუალება დასწრებოდნენ ზემოხსენებულ ღონისძიებას. ვინაიდან გამოიკვეთა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით პირთა სავარაუდო დისკრიმინაცია სახალხო დამცველმა 2015 წლის 13 თებერვალს თავისი ინიციატივით დაიწყო აღნიშნული ფაქტის შესწავლა.

შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ შპს „არტპალასმა“ ჩაიდინა პირდაპირი დისკრიმინაცია მ. დ.-ს მიმართ, მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება