მიმდინარე პროექტები

ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში

პროექტის სახელწოდება:ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში
დაფინანსების წყარო:ევროკავშირი
პროექტის სტატუსი:მიმდინარე
პროექტის ხანგრძლივობა:27/09/2016 – 29/02/2020

პროექტის მიზანი:

  • სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის, როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონის მონიტორინგის ორგანოს შესაძლებლობების გაძლიერება;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დისკრიმინაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ;
  • სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაზრდა უმცირესობებისა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, პატიმრების, ქალების და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
  • სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა.

პროექტის საქმიანობები:

  • სახალხო დამცველის აპარატის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნა;
  • სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნა;
  • დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
  • ტრენინგების დაგეგმვა და ორგანიზება ანტიდისკრიმინაციულ კანონის სიღრმისეული გაცნობის მიზნით მასწავლებლებთან, ჟურნალისტებთან, სამართალდამცავი ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგამოების წარმომადგენლებთან;
  • პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის გაძლიერება დახურული დაწესებულებების მონიტორინგის მიზნით;
  • სახალხო დამცველის და სახალხო დამცველის თანამშრომლების რეგულარული ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შესახვედრად;
  • დისკრიმინაციისა და თანასწორობის შესახებ უახლესი საერთაშორისო სტანდარტებისა და მოვლენების შესახებ სემინარების ორგანიზება;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების, იურისტების, მოსამართლეებისა ჩართულობით სემინარის ორგანიზება დისკრიმინაციის თემაზე საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში არსებული სასამართლო პრეცედენტების განზოგადების მიზნით;
  • სემინარის ორგანიზება ბიზნესის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის ჩართულობით დისკრიმინაციის და თანასწორობის არსებული მდგომარეობის განხილვის მიზნით;
  • სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების გადამზადება ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციისა და თანასწორობის საკითხებში;
  • ყოველწლიური სპეციალური ანგარიშის მომზადება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის, ასევე ქვეყანაში თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.

პროექტის საკონტაქტო პირები:

ლევან მესხორაძე, გუნდის ხელმძღვანელი;
ეკატერინე დათუნაშვილი, ფინანსურ-ადმინისტრაციული მენეჯერი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)