კონსტიტუციური სარჩელები

სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს ორი სარჩელით მიმართა

2017წლის 6 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ორი კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

პირველ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის ინსტიტუტი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა თავისი სიმკაცრით უტოლდება სისხლის სამართლებრივ სასჯელს და აშკარად შეუსაბამოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევებისთვის ასეთი მძიმე, ერთმნიშვნელოვანად სისხლის სამართლებრივი ბუნების მქონე სასჯელის გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–17 მუხლს, რომელიც კრძალავს ღირსების შემლახველი სასჯელის გამოყენებას.

მეორე კონსტიტუციურ სარჩელისასამართლოში შეტანილ იქნა საქართველოსსახალხო დამცველისდა„დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის კოალიციის“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მოცემულ შემთხვევაში სადაო ნორმას წარმოადგენს 2017 წლის 8 თებერვალს მიღებული „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მე-2 მუხლი. სადავო ნორმით დადგენილია, რომ მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. „მესამე ტალღის“ მიღებამდე მოსამართლეთა მიმართ დაწყებული დისციპლინური საქმეების წარმოება, აგრეთვე მის ამოქმედებამდე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების საქმეთა წარმოება ცვლილებამდე არსებული ძველი წესით წარიმართება.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორთააზრით,საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების მიუხედავად, აღსანიშნავია ის გარკვეული პოზიტიური ცვლილებები, რომლებიც ე.წ. მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში განხორციელდა. თუმცა, ამ კონტექსტში პრობლემურია „მესამე ტალღის“ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ნორმა, რომლის თანახმადაც, ცვლილებების ამოქმედებამდე დაწყებული დისციპლინური საქმეების წარმოება, აგრეთვე, მის ამოქმედებამდე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების საქმეთა წარმოება წარიმართება ცვლილებებამდე არსებული წესით. ამგვარი ბლანკეტური ნორმა დისციპლინური სამართალწარმოების მონაწილე კონკრეტულ პირებს უზღუდავს შესაძლებლობას, ისარგებლონ ყველა იმ გაუმჯობესებული წესით, (განხილვის ვადების განსაზღვრა, პროცესი გამჭვირვალობა და ა.შ.) რომლებიც გათვალისწინებულ იქნა ე.წ „მესამე ტალღით“. გაუგებარია, რა ლეგიტიმური ინტერესით არის გამართლებული გარკვეული პერიოდი დისციპლინურ სამართალწარმოებაში პირების დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენება ყველა იმ გაუმჯობესებულ წესთან მიმართებით, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებით იქნა განსაზღვრული.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორები, ასევეითხოვენ საქმესთანდაკავშირებით საბოლოოგადაწყვეტილების მიღებამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს სადავო ნორმის მოქმედება, ვინაიდან, მისმა მოქმედებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს დისციპლინური სამართალწარმოების მონაწილე და დაინტერესებულ პირებს.

საქართველოსსაკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველს და კოალიციას მიაჩნიათ, რომ ამგვარი დიფერენცირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლით დაცულ თანასწორობის უფლებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება