განხორციელებული პროექტები

უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე ადამიანის უფლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე ადამიანის უფლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

პროექტისსახელწოდება:უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე ადამიანის უფლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
დაფინანსების წყარო:ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროექტის სტატუსი:დასრულებული

პროექტისხანგრძლივობა:1/10/2017-31/3/2019
პროექტის მიზანი:პროექტი მიზნად ისახავდა უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელების მონიტორინგს და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოებას რეგიონში.

პროექტისსაქმიანობები:

  • სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლების სასწავლო ვიზიტი/ტრეინინგი „ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლი წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზების კუთხით“;
  • მონიტორინგის ვიზიტები რეგიონებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასმელი წყლისა და სანიტარიის ხელმისაწვდომობის კვლევის მიზნით;
  • შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება;
  • ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლების შესახებ.

პროექტის საკონტაქტო პირები:

თამარ გვარამაძე, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე;
ქეთევან როინიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
მარიამ ბოჭორიშვილი - ბავშვის უფლებების ცენტრის მთავარი სპეციალისტი

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება