განხორციელებული პროექტები

საქართველოში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ ეროვნული საბაზისო კვლევის ჩატარება

პროექტის სახელწოდება:.საქართველოში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ ეროვნული საბაზისო კვლევის ჩატარება

დაფინანსების წყარო:.დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი

პროექტის სტატუსი:.დასრულებული

პროექტის ხანგრძლივობა:.18/04/2017 - 1/04/2018

პროექტის მიზანი:.საქართველოში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ ეროვნული საბაზისო კვლევის ჩატარება

პროექტის საქმიანობები:

ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ეროვნული საბაზისო კვლევის ჩატარება, რომელიც მოიცავდა შემდეგ კომპონენტებს:

  • ბიზნესისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ეროვნული სამოქმედო გეგმისათვის კვლევისა და რეკომენდაციების მომზადება;
  • ბიზნესისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების, გაეროს რეზოლუციებისა და სახელმძღვანელო პრინციპების მიმოხილვა;
  • შრომით უფლებებთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციების, გაეროსა და მსოფლიოს შრომითი ორგანიზაციის რეზოლუციებისა და სახელმძღვანელო პრინციპების მიმოხილვა;
  • შრომით უფლებებთან დაკავშირებით არსებული ეროვნული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ანალიზი, ხარვეზების იდენტიფიცირება და დასკვნების მომზადება;
  • შრომით უფლებებთან დაკავშირებული სამართლებრივი დაცვისა და საზედამხედველო ინსტიტუციების სამართალწარმოების სტრუქტურის ანალიზი;
  • სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა და საქართველოში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გარემოს შესახებ ინფორმაციის მიღება.

ეროვნული საბაზისო კვლევა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ მომზადდა საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებების სამდივნოს, საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენი) და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) მიერ. კვლევა გამოქვეყნდა 2017 წლის დეკემბერში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)