განხორციელებული პროექტები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა პრობლემების გადასაჭრელად

პროექტის სახელწოდება:“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა პრობლემების გადასაჭრელად“

დაფინანსების წყარო:გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში

პროექტის სტატუსი:დასრულებული

პროექტის ხანგრძლივობა:2010 წლის იანვარი - 2016 წლის მარტი

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანს წარმოადგენდა იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა პრობლემების შესწავლის, დევნილთა კონსულტაციისა და შესაბამისი დახმარების გაწევის გაუმჯობესების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერება.

პროექტის საქმიანობები:

პროექტი საქმიანობას წარმართავდა საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში და ბათუმში, საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისებში. პროექტის თანამშრომლები აწარმოებდნენ ყოველთვიურ მონიტორინგს დევნილთა კოლექტიურ ცენტრებსა და ჩასახლებებში. პროექტის თანამშრომლებმა შეისწავლეს დევნილთა ზოგადი და ინდივიდუალური პრობლემები და მიაწოდეს ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს. პროექტის ფარგლებში სამართლებრივი კონსულტაცია გაიარეს იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, როგორც სახალხო დამცველის ოფისებში, ასევე მათ საცხოვრებელ ადგილებზე.

პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა გასვლითი ვიზიტები ე.წ. ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სახალხო დამცველისთვის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

პროექტის საქმიანობის დროს გამოკვეთილი ტენდენციების საფუძველზე ყოველწლიურად მზადდებოდა ანგარიში საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის პრეზენტაცია იმართებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში რათა ადგილობრივ მოსახლეობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებები.

პროექტის თანამშრომლები სახალხო დამცველს დევნილთა საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა სამთავრობო კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში წარმოადგენდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება