განხორციელებული პროექტები

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლობის მხარდაჭერის პროექტი

პროექტის სახელწოდება:
„მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და კანონის უზენაესობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაძლიერების გზით“

დაფინანსების წყარო:ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა

პროექტის სტატუსი:დასრულებული

პროექტის ხანგრძლივობა:2015 წლის მაისი - დეკემბერი

პროექტის მიზანი:
სამეგრელო– ზემო სვანეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაძლიერება ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

პროექტის საქმიანობები:

პროექტის ფარგლებში, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გამართეს რეგულარული გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები სამეგრელო - ზემო სვანეთის სხვადასხვა რაიონებსა და სოფლებში, რა დროსაც, მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, განცხადებით ან საჩივრით მიემართა სახალხო დამცველისთვის. ამავე მიზნით, სხვადასხვა რაიონიდან შეირჩა სახალხო დამცველის 3 საკონტაქტო პირი; ასევე ჩატარდა ტრენინგები სტუდენტებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება