განხორციელებული პროექტები

ინფორმირებული საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისათვის

პროექტის სახელწოდება: ინფორმირებული საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისათვის
დაფინანსების წყარო: მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის
პროექტის სტატუსი: დასრულებული
პროექტის ხანგრძლივობა: 1/05/2018-1/05/2019

პროექტის მიზანი: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და სახალხო დამცველის, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ორგანოს შესახებ, შშმ ბავშვთა უფლებებზე განსაკუთრებული აქცენტირებით. პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების თანამშრომლები და შშმ ბავშვთა მშობლები რეგიონებში.

პროექტის საქმიანობები:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის შესახებ საინფორმაციო ბროშურების მომზადება/ბეჭდვა/გავრცელება
  • ტრენინგის პროგრამების შემუშავება ცალ-ცალკე თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის
  • რეგიონებში პროექტის სამიზნე ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება და გამართვა

პროექტის საკონტაქტო პირები:

თამარ გვარამაძე - სახალხო დამცველის პირველი მოადგილე; ქეთევან როინიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება