განხორციელებული პროექტები

2013 - ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები

ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები სახალხო დამცველის ზუგდიდის რეგიონული ოფისის გაძლიერების გზით

2013 წლის დეკემბერში დასრულდა სახალხო დამცველის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის გაძლიერების საპილოტე პროექტი, რომლის მიზანიც იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ადამიანის უფლებათა დაცვას.

პროექტის ფარგლებში შეირჩა 5 საკონტაქტო პირი და ერთი ადამიანის უფლებათა ოფიცერი, რომლებიც სახალხო დამცველის მანდატთან დაკავშირებით რეგულარულად მართავდნენ გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში. სულ გაიმართა მსგავსი 39 შეხვედრა, რომლებსაც საერთო ჯამში 900-მდე ადგილობრივი მკვიდრი (520- ქალი და 390-მამაკაცი), მათ შორის, 340 დევნილი დაესწრო. შედეგად სავარაუდო უფლებადარღვევასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს 45-მა პირმა მიმართა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გასულ წლებში ზუგდიდის რეგიონალურ ოფისში შესულ განცხადებათა რაოდენობას. განცხადებების უმრავლესობა შეეხებოდა სოციალურ შემწეობებს (21 განცხადება), დევნილთა საცხოვრებელ პირობებისა და საკუთრების პრივატიზაციის საკითხებს (21 განცხადება), ბავშვთა უფლებებსა (3 განცხადება) და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას (7 განცხადება).

ადამიანის უფლებათა ცნობიერების გაზრდის მიზნით, პროექტის ფარგლებში, დაიბეჭდა და ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგდა 10 სხვადასხვა სახეობის საინფორმაციო ბროშურა (სულ 20 000 ეგზემპლარი) და პოსტერი სახალხო დამცველის მანდატის შესახებ (1000 ეგზემპლარი).

პროექტის ფარგლებში ასევე, ჩატარდა ორდღიანი ტრენინგების კურსი ადგილობრივი ჟურნალისტების, სტუდენტებისა და ლიდერი ქალებისათვის თემებზე: სიძულვილის ენა, გამოხატვის თავისუფლება, რელიგიის თავისუფლება და გენდერული თანასწორობა. სულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 90-მდე პირმა.

პროექტის ხანგრძლივობის განმავლობაში, სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისმა ასევე, ფასილიტაცია გაუწია ადამიანის უფლებებზე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა, ყოველთვიურ საკოორდინაციო შეხვედრას, სადაც განიხილებოდა თვის განმავლობაში რეგიონში არსებულ გამოწვევები და მათი შესაძლო გადაჭრის გზები.

პროექტი ხორციელდებოდა 2013 წლის მარტ-დეკემბერში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „ადამიანური უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაცია“ მხარდაჭერით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება