განხორციელებული პროექტები

ჯანმრთელობის უფლების დაცვის ხელშეწყობა პენიტენციალურ სისტემაში

პროექტის სახელწოდება: ჯანმრთელობის უფლების დაცვის ხელშეწყობა პენიტენციალურ სისტემაში

დაფინანსების წყარო: ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”

პროექტის სტატუსი: დასრულებული

პროექტის ხანგრძლივობა: 1/04/2016 -1/05/2018

პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს პენიტენციურ სისტემაში ჯანმრთელობის უფლების დაცვის ხელშეწყობას

პროექტის საქმიანობები: პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგს, რომელიც მოიცავს სოციოლოგიურ კვლევას, სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციის კონტენტ ანალიზს, საველე სამუშაოებსა და ფოკუს ჯგუფების გამართვას. სამაგიდე კვლევის ფარგლებში განხორციელდება პენიტენციური ჯანდაცვის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის ანალიზი საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში.

მოწვეული ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში და სოციოლოგი უზრუნველყოფს მონიტორინგის ინსტრუმენტის შემუშავებას. საველე სამუშაოების ფარგლებში მოხდება პატიმართა ინტერვიუირება წინასწარ შემუშავებული კითხვარის შესაბამისად. კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავებაში აქტიურად იქნება ჩართული სოციოლოგი. ეს უკანასკნელი, მონიტორინგის ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, განსაზღვრავს რესპონდენტთა შერჩევის პრინციპს და რაოდენობას; უხელმძღვანელებს კითხვარის შემუშავების პროცესს და მონაცემების დამუშავება/ანალიზს. სოციოლოგიური კვლევის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით 1000 პატიმრის გამოკითხვა.

პროექტის საკონტაქტო პირები:

ნიკა კვარაცხელია, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი
ქეთევან როინიშვილი, მთავარი სპეციალისტი პროექტების განხორციელების საკითხებში
kroinishvili@ombudsman.ge

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება