დეპარტამენტის შესახებ

გენდერის დეპარტამენტის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველის გენდერის დეპარტამენტი 2013 წლის 15 მაისს შეიქმნა. დეპარტამენტის შექმნას საფუძვლად უდევს 2001 წლიდან ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვის ცენტრის საქმიანობა. დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“, „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით“ და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გენდერული თანასწორობის სფეროში.

დეპარტამენტის მიზანია გენდერული თანასწორობის კუთხით ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობა, სახალხო დამცველის რეგულარულ უფლებადაცვით საქმიანობაში გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირების ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით.

დეპარტამენტის ამოცანები:

  • საქართველოში გენდერული თანასწორობის დაცვის კუთხით არსებული ეროვნული და საერთაშორისო აქტების შესრულების მონიტორინგი
  • ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სახელმწიფოებრივი გარანტიების უზრუნველყოფის ზედამხედველობა
  • გენდერის საფუძველზე, მათ შორის, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლა და რეაგირება
  • სახალხო დამცველის აპარატში შემოსული გენდერული თანასწორობის საკითხის დარღვევასთან დაკავშირებული განცხადება/საჩივრების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების/წინადადებების პროექტების მომზადება
  • საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გენდერული თანასწორობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანოების და ორგანიზაციების საქმიანობის, გამოცდილების განზოგადება და საქართველოში დანერგვის ორგანიზება
  • კვლევითი კომპონენტი და ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის

დეპარტამენტის მიერ დაინტერესებულ პირთათვის გაწეული სამსახური უფასოა. განცხადებები მიიღება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოქალაქეთა მიღების დეპარტამენტში

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)