ბროშურები და ბუკლეტები.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, მიმოხილვა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინამდებარე გამოცემა მიმოიხილავს სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ბროშურაში მოცემულია ინფორმაცია სასამართლოს სტრუქტურის და მის იურისდიქციაში შემავალი დანაშაულების შესახებ. ბროშურაში ასევე მიმოხილულია სასამართლოს საქმის წარმოების ყველა ეტაპი წინასწარი გამოძიების დაწყებიდან სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის ჩათვლით. ასევე, დეტალურად არის საუბარი დაზარალებულთა მონაწილეობაზე პროცესში და მოწმეთა დაცვის ღონისძიებებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)