ბიულეტინი

ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2015 წლის მარტი

საქართველოს სახალხო დამცველმა მარტის თვის საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა. ბიულეტენში მოკლედ არის მიმოხილული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის წლიური საპარლამენტო ანგარიშის დეტალები, რეკომენდაციები და წინადადებები ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებისადმი, აპარატის მიერ განხორციელებული წარმატებული საქმეები.

ბიულეტენში იხილავთ ინფორმაციას სპეციალური ანგარიშების, სხვადასხვა სახის ღონისძიებებისა და შეხვედრების შესახებ; გაეცნობით სახალხო დამცველის ჟენევაში ვიზიტის შედეგებს. მარტის ნომერში წარმოდგენილია ევროკომისიისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის 2014 წლის ანგარიში – საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ, რომელიც ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს გულისხმობს.

ბიულეტენი ტრადიციისამებრ სახალხო დამცველის მისალმებით იწყება, სადაც მარტის თვის განსაკუთრებულ მოვლენებზეა ყურადღება გამახვილებული. დოკუმენტის ბოლოს შეიტყობთ სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს, განცხადებებს ვაკანსიებისა და კონკურსების შესახებ.

იხილეთ საინფორმაციო ბიულეტენის ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება