ახალი ამბები

შეხვედრა ღია საზოგადოება ბრიუსელის ოფისში

ბრუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ღია საზოგადოება ბრიუსელის ოფისში 20–მდე ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. სახალხო დამცველმა არასამთავრობო სექტორს 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში გააცნო, რომელიც სრულად მოიცავს საქართველოში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას.

განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია საპატიმრო დაწესებულებებში არსებულმა ვითარებამ, კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობამ, გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულმა გამოწვევებმა, ბავშვთა უფლებრივმა მდგომარეობამ და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციის საკითხმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. საპარლამენტო ანგარიშთან ერთად სახალხო დამცველმა საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სპეციალური ანგარიშებიც წარუდგინა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)