ახალი ამბები

შეხვედრა შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელთან

2019 წლის 19 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელს ჰაიდი გრაუს შეხვდა და ქვეყანაში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნო.

ნინო ლომჯარიამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა წინაშე მდგარ გამოწვევებზე, როგორიცაა: გადაადგილების თავისუფლება, დოკუმენტაციის პრობლემები, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა; ისაუბრა პრობლემების გადაჭრის სავარაუდო გზებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შვეიცარიის ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უსაფრთხოების საკითხებში არმინ რიზერი და სახალხო დამცველის მრჩეველი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში მერი კოჭლამაზაშვილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)