ახალი ამბები

შეხვედრა საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან

2019 წლის 25 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს ქალბატონი საბინე მახლის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა განიხილა ადამიანის უფლებების დაცვისა და თანასწორობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა; ისაუბრა სასამართლო, სამართალდამცავ სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და გასატარებელი რეფორმების საჭიროებაზე; ასევე, კონფლიქტით დაზარალებულ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უმძიმეს მდგომარეობაზე და ამ თვალსაზრისით სახალხო დამცველისა და გაეროს ინსტიტუტებს შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე.

საბინე მახლი გაეროს მუდმივი კოორდინატორის თანამდებობაზე მიმდინარე წლის 1 ივნისიდან მუშაობს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)