ახალი ამბები

შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან

2019 წლის 1 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა და ქვეყანაში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნო.

ნინო ლომჯარიამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა წინაშე მდგარ გამოწვევებზე, როგორიცაა: გადაადგილების თავისუფლება, დოკუმენტაციის პრობლემები, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა; ისაუბრა პრობლემების გადაჭრის სავარაუდო გზებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში მერი კოჭლამაზაშვილი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოლიტიკური მრჩეველი ჯორჯ სანდი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)