ახალი ამბები

შეხვედრა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართა ძალადობის საკითხებზე - კახათში

2019 წლის 29 ოქტომბერს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა კოკა მებონიამ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართა ძალადობის საკითხებზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კახათის საჯარო სკოლის მასწავლებლებთან და სოფლის მაცხოვრებელ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

კოკა მებონიამ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია გენდერული ძალადობის ცნებისა და ფორმების შესახებ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების მუშაობის პრინციპებმა. ისაუბრეს ქალთა ეკონომიკური თანასწორობის საკითხებზე და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისაკენ მიმართული პროექტების მნიშვნელობაზე; ქალთა ჩართულობაზე და მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ქალთა საჭიროებების კვლევის მნიშვნელობაზე, ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისების ხელმისაწვდომობასა და მხარდამჭერი ღონისძიებების აუცილებლობაზე.

კახათელები ასევე გაეცნენ სახალხო დამცველის აპარატისთვის მომართვიანობის წესსა და პროცედურებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)