ახალი ამბები

შეხვედრა „მომავლის ელჩებთან“

2020 წლის 22 იანვარს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსმა მადონა ბასილაძემ აპარატის ქუთაისის ოფისში შეხვედრა გამართა საინფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ პროექტის „მომავლის ელჩების“ მონაწილეებთან.

მადონა ბასილაძემ ისაუბრა ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებაზე, მათი წარმოშობის ისტორიასა და კლასიფიკაციაზე. ასევე, სახელმწიფოს ვალდებულებებზე და სახალხო დამცველის მანდატზე, როგორც უფლებათა დაცვისა და ზედამხედველობის ეროვნულ ინსტიტუტზე. მადონა ბასილაძემ შეხვედრის მონაწილეებს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა გააცნო და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა.

შეხვედრის დასასრულს გამართულ დისკუსიაზე უფლებების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს და მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების გამართვის აუცილებლობაზეც ისაუბრეს. სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველო მზად არის „მომავლი ელჩების“ მონაწილეებისთვის პერიოდულად ჩაატაროს საინფორმაციო შეხვედრები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)