ახალი ამბები

შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან

2019 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე გერმანის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰუბერთ ქნირშსშეხვდნენ.

შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ ისაუბრა 2019 წლის 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესწავლის პროცესში სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობაზე და ელჩს მონიტორინგის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.

ელჩი ასევე გაეცნო სახალხო დამცველის პოზიციას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესთან დაკავშირებით და სახალხო დამცველის მიერ შემუშავებულ სპეციალურ ანგარიშს, რომელიც საზოგადოებას 8 ოქტომბერს წარედგინა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)