ახალი ამბები

შეხვედრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მონიტორინგის გუნდის წევრებთან

2019 წლის 1 ივლისს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მონიტორინგის გუნდის წევრებს შეხვდნენ.

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი აკვირდება საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. მონიტორინგის გუნდის წევრებმა დაკვირვების მეთოდოლოგიასა და ზოგად მანდატზე ისაუბრეს; სახალხო დამცველმა სტუმრებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია გაუზიარა.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება