ახალი ამბები

შეხვედრა ბოლნისში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე

2019 წლის 24 ოქტომბერს ქვემო ქართლში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გენდერის საკითხებში მარიამ გვიდიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე იმსჯელეს ქალთა ჩართულობაზე და მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ქალთა საჭიროებების კვლევის მნიშვნელობაზე, ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისების ხელმისაწვდომობასა და მხარდამჭერი ღონისძიებების აუცილებლობაზე.

განიხილეს სახალხო დამცველის როლი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით; იმსჯელეს შემუშავებულ რეკომენდაციებზე და ტენდენციებზე; ხაზი გაუსვეს გენდერის საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობას. ასევე, ისაუბრეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ არსებული საკანონმდებლო რეგულაციებზე. მარიამ გვიდიანმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია სახალხო დამცველის ვებ გვერდზე არსებული სექსუალური შევიწროების ონლაინ კურსის შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, გენდერის საბჭოს წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)