ახალი ამბები

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა

2015 წლის 5 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და სახალხო დამცველის მოადგილეებმა პაატა ბელთაძემ და ნათია კაციტაძემ სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეთანხმდნენ სახალხო დამცველის და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს უფრო მჭიდრო და ხშირი თანამშრომლობისთვის პერიოდულ შეხვედრებზე. ასევე, განიხილეს განათლების, კულტურული მემკვიდრეობის და ზოგადად უფლებების დაცვის სფეროში არსებული ისეთი საკითხები, რომლებიც დღესდღეობით ყველაზე მეტად აწუხებთ საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს 2015 წლის ტოლერანტობის ქომაგების საკითხზე, რომლებსაც სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები ყოველწლიურად ირჩევენ.

5.11.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება