ახალი ამბები

სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად ირინა ფუტკარაძე წარადგინა

2016 წლის 12 აპრილს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ირინა ფუტკარაძე წარუდგინა.

ირინა ფუტკარაძემ გასაუბრების დროს წარმოადგინა საინტერესო, რეალისტური და შედეგებზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმა და კომისიის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ირინა ფუტკარაძე წლების განმავლობაში ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ და ადამიანის უფლება დაცვით საქმიანობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)