ახალი ამბები

სახალხო დამცველის შეხვედრა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორთან

სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორ ჯონი კვინიკაძეს შეხვდა. შეხვედრაზე „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ შესახებ ისაუბრეს. დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ ომბუდსმენს მიაწოდა ინფორმაცია პროგრამის მიმდინარეობის, მასში ჩართული ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სერვისებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მისი ინფორმაციით, 2013-2014 წლებში დანაშაულის პრევენციის ცენტრის „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ 1342 ყოფილმა პატიმარმა მიმართა; აღნიშნული მომართვებიდან პროგრამაში აქტიურად ჩართულია 917 ბენეფიციარი.

შეხვედრაზე სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ყოფილი პატიმრებისთვის განკუთვნილი კონკრეტული სერვისების სპეციფიკით, არსებული პრობლემებითა და სტატისტიკით დაინტერესდა. მხარეები აქტიურ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ პატიმართა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)