ახალი ამბები

სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრთა საჯარო ლექციები

2015 წლის 15 აპრილს, სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა თბილისის რამდენიმე უმაღლეს დაწესებულებაში ლექციები ჩაატარეს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საკითხებთან დაკავშირებით.

კონფლიქტებისა და თანამშრომლობის ექსპერტმაბატონმა იორგენ იოჰანსენმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სახელმწიფოს დემოკრატიული მართვაზე, თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებსა და საზოგადოების დაუმორჩილებლობის არაძალადობრივ მეთოდებზე ისაუბრა.

ექსპერტმა ლექციაზე განიხილა დემოკრატიული მართვის პრინციპები; ისაუბრა გენდერული თანასწორობის ჩამოყალიბებაზე; საზოგადოების მოთხოვნილებაზე –არაძალადობრივი, მშვიდობიანი გამოსვლებით მოხდეს მათი შეხედულებების დაფიქსირება დისკრიმინაციის, ადამიანების მიმართ უთანასწორო მოპყრობის მიმართ; მედიის როლსა და კომუნიკაციის ზეგავლენაზე თანამედროვე საზოგადოების ფორმირებაში.

იორგენ იოჰანსენმა ასევე ისაუბრა ე.წ. მამხილებლის ინსტიტუტის როლზე და სტრუქტურებში ანონიმური შეტყობინების აუცილებლობაზე, რათა აღმოიფხვრას არასწორი მართვა, შემცირდეს კორუფცია და უკანონო ქმედებები.

გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სოლიდარობის საკითხებში ვირჯინია დანდანმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაატარა ლექცია – „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის ჭრილში“. ექსპერტმა სტუდენტებთან გაეროს ქარტიასა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესახებ ისაუბრა.

ქალბატონი ვირჯინია დანდანი და საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე პირადად შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორ ილიას ჩილოღლუს და ადამიანის უფლებათა სკოლის ჩამოყალიბების ინიციატივა გააცნეს. რექტორმა სახალხო დამცველის აპარატთან მემორანდუმის გაფორმებისა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად იმყოფებოდა ნორვეგიის, ჰელსინკის კომიტეტის მრჩეველიოგე ბორჩგრევინკი, რომელმაც დამსწრე აუდიტორიას წაუკითხა ლექცია თემაზე: „ექსტრემიზმი, რადიკალიზმი და ტერორიზმი ევროპაში: 22 ივლისის საქმე. თავდასხმა ნორვეგიაში“. ოგე ბორჩგრევინკმა ისაუბრა დამოუკიდებლობის ევროპული დეკლარაციის შესახებ. შეხვედრაზე აგრეთვე სტუდენტებს გააცნო საკუთარი სახელმძღვანელო „ნორვეგიული ტრაგედია“, სადაც აღწერილია ანდერს ბერინგბრეივიკის ცხოვრება და საქმიანობა.

სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა საჯარო ლექციები სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა სკოლის ფარგლებში ჩაატარეს.




სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება