ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს საკუთრების უფლების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ

2015 წლის 3-4 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს საკუთრების უფლებაზე ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგმა მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა: მესაკუთრის მიერ სახელმწიფოსათვის ქონების უსასყიდლოდ ან მიზერულ ფასად გადაცემასთან დაკავშირებული პრობლემა და არსებული სასამართლო პრაქტიკა, საკუთრების უფლების ჩამორთმევის – ექსპროპრიაციის შესახებ კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები, საკუთრების უფლების ზედდების პრობლემა და სხვა. სახალხო დამცველის აპარატში წლების მანძილზე, ისევე როგორც 2014 წელს მაღალი იყო მომართვიანობა ყველა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ ტრენინგი ინტერაქტიულ გარემოში წარიმართა.

ტრენინგს უძღვებოდნენ თბილისის სააპელაციო სასაართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვანდა ჯეჯელავა და იმავე დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსი ვახტანგ ბოხაშვილი. აღნიშული ტრენინგი დაფინანსდა ევროკავშირის პროექტის – „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ – ფარგლებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება