ახალი ამბები

სახალხო დამცველი რუსთავი 2–ის საქმის სასამართლო განხილვას აკვირდება

საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს ადევნებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმის სასამართლო განხილვას. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც დაყადაღებულ იქნა ტელეკომპანიის ქონება და აღნიშნული შეაფასა, როგორც სახიფათო გამოხატვის თავისუფლებისათვის.

მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე დავის სასამართლო განხილვა წარიმართოს სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების სრული დაცვით.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაესწრება დღეს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ მთავარ სხდომას „რუსთავი 2“–ის საქმეზე მიმდინარე დავასთან დაკავშირებით. ომბუდსმენის ოფისი მონიტორინგს გაუწევს აღნიშნული დავის სასამართლო განხილვას და მასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)