ახალი ამბები

სახალხო დამცველი ჟენევაში რეგიონულ კონსულტაციას დაესწრო

2015 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების საკითხში გაეროს სპეციალური მომხსენებლის და არასასამართლო, თვითნებურად და გამარტივებული წარმოების წესით სიკვდილით დასჯის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის მოწვევით, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ რეგიონულ კონსულტაციას დაესწრო თემაზე: „ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა მშვიდობიანი პროტესტის კონტექსტში“.

საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღეს ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპისა და აზიის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენელებმა და თემაზე მომუშავე ექსპერტებმა, ასევე შვეიცარიის პოლიციის თანამშრომლებმა.

მონაწილეებმა განიხილეს მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის სახელმწიფოს ვალდებულებები შეკრების თავისუფლების სფეროში, სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულები, შეკრების მონიტორინგის განხორციელების მეთოდები და სხვა.

კონსულტაციების მეორე ნაწილი სადისკუსიო დოკუმენტის კრიტიკულ განხილვას დაეთმო; დისკუსიაზე ისაუბრეს პრაქტიკული რეკომენდაციების შედგენასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და შესაძლებლობებზე; მონაწილეობა მიიღეს სპეციალური რეკომენდაციების მომზადებაში, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წარედგინება და განიხილება 31–ე სესიაზე 2016 წლის მარტში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)