ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფის წევრები შეარჩია

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი წარმოადგენს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ გაეროს 2006 წლის კონვენციის 33–ე მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეროვნულ მექანიზმს.

აღნიშნული მექანიზმის საქმიანობის ფარგლებში, კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფის შექმნის მიზნით გამოცხადდა კონკურსი.

საქართველოს სახალხო დამცველმა, კონკურსის შედეგების საფუძველზე შეარჩია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვახუშტი მენაბდე, ა(ა)იპ „ვიმეგობროთ“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე გივი ჯვარშეიშვილი, იურისტი თეონა ფურცხვანიძე, ა(ა)იპ „ქალი, ბავშვი და სოციუმი“ დამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარე ნანა შარაშიძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ხათუნა საგანელიძე.

მონიტორინგის ჯგუფის ძირითადი მოვალეობაა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, გეგმიურ და საჭიროებიდან გამომდინარე, არაგეგმიურ მონიტორინგის მისიებში (ვიზიტებში) მონაწილეობა – შემოწმების ჩატარება და ანგარიშგება. ასევე, კონკრეტულ თემატიკაზე ანალიზის/კვლევების განხორციელება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება