ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის შეხვედრები ევროპის პარლამენტში

2015 წლის 24–26 ნოემბერსსაქართველოს სახალხოდამცველიუჩა ნანუაშვილი, სახალხოდამცველის მოადგილენათიაკაციტაძე, სახალხოდამცველის საპარლამენტო მდივანი ეკატერინე ფოფხაძე და თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა სტივენსონი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ევროპის პარლამენტში, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში. შეხვედრები გაიმართა ევროპის პარლამენტის ვიცე–პრეზიდენტებთან ულრიკე ლუნაჩეკთან და მირჩა პასკუსთან, ასევე ევროკავშირ–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ხელმძღვანელთან ქარიმ საჯადსთან და ევროპის პარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრებთან.

სახალხო დამცველი შეხვდა ევროპისპარლამენტის პრეზიდენტისსაგარეოპოლიტიკისა და დიპლომატიურ მრჩევლებს. ერთობლივი შეხვედრა გაიმართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დირექტორატის წარმომადგენლებთან.

საქართველოს სახალხო დამცველმაევროპარლამენტარებს მიმდინარეწელსსაქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული აქტივობები და ანგარიშები გააცნო. შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების საკითხებზე, მათ შორის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე; სახალხო დამცველის, როგორც თანასწორობის ორგანოს, უფლებამოსილების გაძლიერების აუცილებლობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველმა შეხვედრებისას ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმისა და შრომის ინსპექციის შექმნის მნიშვნელობას; სასამართლო სისტემის ხარვეზებს, განსაკუთრებით კი მოსამართლეთა დაწინაურება/დანიშვნის პროცესს და მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის არსებული მექანიზმის არაეფექტურობას. სახალხო დამცველმა ევროპარლამენტარებს მიაწოდა მისი შეფასება პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მომავალში განსახორციელებელ ღონისძიებებზე; ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და გალის რაიონში განათლების უფლების შეზღუდვაზე.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოსსახალხოდამცველი ევროპისპარლამენტისპლენარულ სხდომაზე საქართველოსშესახებ 25 ნოემბერს გამართულ დებატებს დაესწრო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)