ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება დღეს საღამოს, „რუსთავი 2“–ის პირდაპირ ეთერში, ამავე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორისნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.კერძოდ, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ, „რუსთავი 2“–ის შენობაში გარკვეულ პირთან შეხვედრაზე მიიღო სამთავრობო მესიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანიის საქმეზე სამართლებრივი დავა წინასწარ არის გადაწყვეტილი. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ამავე პირმა მას მოუწოდა არ იაქტიუროს მოვლენების განვითარებისას და შეახსენა, რომ მისი ოჯახის წევრები საქართველოში იმყოფებიან, ასევე, მასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული ვიდეოკადრები და აუდიოჩანაწერები, რომლებიც გამოქვეყნდება მისი მხრიდან არასასურველი ქცევის დაფიქსირების შემთხვევაში.

როგორც ცნობილია,მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიებანიკა გვარამიას მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გამოძიება წარიმართოს მიუკერძოებლად, სრულყოფილად, სწრაფად და ეფექტურად, ხოლო საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდოს ინფორმაცია მის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით. სახალხო დამცველი თვალს მიადევნებს აღნიშნულ პროცესს და იმედოვნებს, რომ საქართველოს პროკურატურა გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოძიების სათანადოდ წარმართვისათვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)