ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე

2016 წლის 11 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 3 ივლისის დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის განხილვა დაიწყო.

15 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა.

სახალხო დამცველი რეკომენდაციით ოფიციალურდოკუმენტაციასთანდაშვებისშესახებევროპისსაბჭოს 2009 წლის 18 ივნისისკონვენციისრატიფიცირებისათვისსაჭიროპროცედურებისდასაწყებად სათანადოღონისძიებების განხორციელებას ითხოვდა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2013 წლის დასაწყისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კონვენციის საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენისთვის კომპეტენტური უწყებების დასკვნების მოძიების მიზნით, შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება დაიწყო. მოგვიანებით, 2015 წლის თებერვალში, შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები განახლდა. ამ ეტაპზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს ზემოაღნიშნული კონვენციის თაობაზე, კომპეტენტური უწყებების დასკვნების მოძიების პროცესს, რის შემდეგაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, კონვენციას რატიფიცირებისათვის საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. შესაბამისი პოზიციების მიღების შემდეგ, კომპეტენტური უწყებებიდან დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას თავად სამინისტრო უზრუნველყოფს. რაც შეეხება გაეროს იძულებით გაუჩინარებულ პირთა დაცვის კონვენციას, მისი რატიფიკაციის პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია, რადგან ეს საკითხი სხვადასხვა უწყებებიდან გარკვეულ კვალიფიკაციას და შეჯერებას საჭიროებდა. მუშაობა დღემდე მიმდინარეობს და სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს საკითხის დადებითად გადაჭრას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულება აქვს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებშიც მოახდინოს ამ კონვენციის რატიფიცირება.

სახალხო დამცველი 2013 წლის რეკომენდაციით – „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის“ შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიცირების პროცესით დაინტერესდა, რომელიც დღემდე შეჩერებულია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, გაჭიანურდა პოზიციების შეჯერება, თუმცა პრობლემა უკვე გადაჭრილია და რატიფიცირების პროცესზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

15.02.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)