ახალი ამბები

სამუშაო შეხვედრა სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირთა განათლების უფლების საკითხებზე

2019 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და ორგანიზაცია Human DOC-ის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც საქართველოში სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირთა განათლების უფლების მიმართულებით არსებულ პრობლემებს მიეძღვნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და შშმ პირები. მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელი ღონისძიებები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)